Aa
Aa

"ოქროს ბუცისათვის" ბრძოლაში მესი ლიდერობს

ევროპის წამყვანი ჩემპიონატის ბომბარდირები"ოქროს ბუცისათვის" იბრძვიან და ეს რბოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

ამ მომენტისათვის ლიონელ მესი ლიდერობს, რომელსაც "ლა ლიგაში" 25 გოლი აქვს გატანილი, რაც 50 ქულად ფასდება.

მეორე პოზიციაზე ერთბაშად 3 ფეხბურთელი - პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რობერტ ლევანდოვსკი და ბას დოსტი არიან (ლისაბონის "სპორტინგი"), რომელთაც 24-24 გოლი, შესაბამისად, 48-48 ქულა აქვთ. 

მათ შემდეგ სერია ა-ს ორი მთავარი მეგოლე - ანდრეა ბელოტი და ედინ ჯეკო მოდიან. მათ 23-23 გოლი და 46-46 ქულა აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ ამ კლასიფიკაციაში 2 ქულით ესპანეთის, იტალიის, ინგლისის, გერმანიისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში გატანილი გოლები ფასდება. მაგალითად, 1.5 კოეფიციენტი აქვს საფრანგეთისა და ჰოლანდიის ჩემპიონატში გატანილ გოლს. შედარებით უფრო დაბალი დონის საფეხბურთო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა გატანილი გოლები კი 1 კოეფიციენტს უდრის.

ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ 1995-1996 წლების სეზონში "ოქროს ბუცის" ტიტული ქართველმა ზვიად ენდელაძემ მოიგო, რომელმაც ზესტაფონის "მარგვეთის" რიგებში 40 გოლი შეაგდო.

გასულ წელს ამ პრიზს ლუის სუარესი დაეუფლა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები