ნიკა კაჭარავა:
Aa
Aa

ნიკა კაჭარავა: "გამოცდილება დაგვაკლდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ 24 მარტს სერბეთთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"დღევანდელ მატჩში მონაწილეობას რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი იღებდა, რომელსაც ნაკრებში 5 თამაშიც არ აქვს ჩატარებული და ჩემი აზრით, სწორედ გამოცდილების კუთხით მოვიკოჭლებდით. დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს".

"დამეთანხმებით, რომ პირველი ტაიმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მთლიანობაშიც ცუდად არ გვითამაშია, თუმცა შედეგი დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არაა". 

"ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და ეს მართლაც საოცარი გრძნობაა. ხუთი წუთი შოკში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი, მოედანზე რა ხდებოდა, მაგრამ დავლაგდი და გავაგრძელე ჩემი თამაში". - თქვა კაჭარავამ. 

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილზეა.

ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას, 11 ივნისს, მოლდვაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები