ბრანისლავ ივანოვიჩი:
Aa
Aa

ბრანისლავ ივანოვიჩი: "ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილია"

საქართველოსა და სერბეთის მოახლოებულ მატჩზე გუშინ სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია ჩატარდა.

პრესკონფერენციას სერბეთის ნაკრების კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩიც დაესწრო.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაგროვება. იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოსაგებად ყველა პირობა გვაქვს.

მართალია, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ცოტა ქულა აქვს, მაგრამ ეს გუნდი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. 

ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის. მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. გვინდა, მოვიგოთ და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ". - თქვა ივანოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები