Aa
Aa

"სასუოლომ" დომენიკო ბერარდის გასაყიდი ფასი დაასახელა...

იტალიური "სასუოლოს" გენერალურმა დირექტორმა, ჯოვანი კარნევალიმ ის თანხა დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც კლუბი საკუთარ ლიდერს, დომენიკო ბერარდის შეელევა.

"ბერარდი ჩვენი სიმბოლოა. მართალია მიმდინარე სეზონში ტრავმებმა დატანჯა, თუმცა ის წუთები, რაც მან მოედანზე გაატარა, საკმარისია იმისთვის, რომ ბერარდის უდიდესი ტალანტი დაინახო. ვფიქრობ 40 მილიონი ევრო ის თანხაა, რომელიც ამ მომენტში მის ტალანტს შეესაბამება" - განაცხადა ჯოვანი კარნევალიმ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბერარდის მიმდინარე სეზონის უდიდესი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და ყველა ტურნირზე ერთად აღებული, მხოლოდ 12 მატჩის ჩატარება მოახერხა. მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები