NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

მილოუკი - იუტა

მიჯრით სამი გამარჯვების შემდეგ, მილოუკი შინ იუტას მიიღებს. ბაქსის კალათბურთელებმა გასულ ტურში, ულტრაშედეგიან თამაშში შეძლოს ბრუკლინის დამარცხება 125-129. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მოგება აქვთ აქტივში. 25 მოგებით და 30 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებენ.

 

კარგი განწყობით ხვდება ასევე ამ მატჩს იუტა. ჯაზმენებმა, გასულ ტურში შინ პორტლენდის დამარცხება შეძლეს. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, იუტას მონაგარს სამი მოგება შეადგენს. 35 გამარჯვებით და 22 მარცხით, იუტა დასავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა,  ჯაზმენების გამარჯვებით დასრულდა. ამ შეხვედრებში, საშუალოდ 178.6 ქულა ვარდებოდა. ორივე გუნდი მიდრეკილია ნაკლებშედეგიანი კალათბურთისკენ, შესაბამისად უხვქულია მატჩს არ უნდა ველოდოთ : 205.5 @ ნაკლები

 

ტრავმები :

მილოუკი - ჯაბარი პარკერი;

იუტა - როდნი ჰუდი.

 

 

ატლანტა - მაიამი

გასულ ტურში, ლოს ანჟელეს კლიპერსთან წაგების შემდეგ, ატლანტა შინ მაიამის მიიღებს. ჰოუქსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 32 გამარჯვების წილ 24 მარცხით, ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს.

 

კარგი ფორმა აკრიფა ბოლო შეხვედრებში მაიამიმ. ჰითის მოთამაშეებმა, ბოლო ტურში სტუმრად ჰიუსტონის დამარცხება შეძლეს. ბოლო ხუთ გასვლაზე კი, სულაც ოთხი მოგება უმაგრებთ ზურგს. მაიამი, 25 მოგებით და 32 მარცხით, მაიამი ამავე კონფერენციის მე-10 პოზიციას სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება მაიამის დარჩა. ამ შეხვედრებში, საშუალოდ 201.6 ქულა ვარდებოდა. ატლანტა, ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 104 ქულას უშვებს. რაც შეეხება იუტას, ის ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 103.2 ქულას უშვებს საკუთარ კალათში.

სავსებით ლოგიკური 212.5 @ ნაკლები

 

ტრავმები :

ატლანტა - ერსან ილიასოვა, ტაბო სეფალოშა.

მაიამი - კრის ბოში, ჯოშ მაკრობერთსი, ჯასტის ვინსლოუ.

 

 

ოკლაჰომა - ლეიკერსი

ბოლო ტურში ნიუ-იორკის დამარცხების შემდეგ, ოკლაჰომა შინ ლეიკერსის დამარცხებას შეეცდება. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ვესტბრუკს და კამპანიას მხოლოდ ერთიენე მარცხი აქვს. 32 გამარჯვების წილ 25 მარცხით, თანდერსი დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს სჯერდება.

 

ფენიქსთან ბოლო ტურში სამარცხვინო განადგურების შემდეგ, ლეიკერსი რეაბილიტაციას ამ შეხვედრაში შეეცდება. ბოლო ხუთ გასვლაზე, მათ აქტივში მხოლოდ ორი მოგებაა. 19 მოგებით და 39 მარცხით, ისინი ამავე კონფერენციის მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ოკლაჰომას დარჩა. როცა მასპინძელი თანდერსი იყო, ეს მაჩვენებელი სულა 100 % იანი ხდება. ის, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 113.4 ქულას აგროვებს. მას ლეიკერსიც „ეხმარება“, რამეთუ ეს უკანასკნელი, საშუალოდ 118.4 ქულას უშვებს ბოლო ხუთ გასვლაზე.

 

ოკლაჰომას @ 1 / რისკიანებისთვის ფორა 1  @ -7.5

 

ტრავმები :

ოკლაჰომა - ენეს კანტერი; კუგ მაკდემორტი.

ლეიეკრსი - კორი ბრიუერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები