ფაჩულია :
Aa
Aa

ფაჩულია : "ოლ სტარზე" მნიშვნელოვანი ხალხის მხარდაჭერაა

ოლ სტარის შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გოლდენ სტეიტ "უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კომენტარს აკეთებს.

"თუ ოლ სტარზე მოვხვდები, ძალიან კარგი იქნება და ბედნიერი ვიქნები, რადგან ამ შოუში მონაწილეობის მიღება ყველა კალათბურთელის ოცნებაა.

თუმცა ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ყველა ქართველ თუ არა ქართველ გულშემატკივარს, ვინც ხმა მომცა და გვერდში დამიდგა - ეს ჩემთვის უპირველესია", - აცხადებს ფაჩულია.

ოლ სტარის საბოლოო შედეგებს NBA-ს ოფიციალური საიტი 20 იანვარს, 04:00 საათზე გამოაქვეყნებს.

გოლდენ სტეიტ "უორიორსის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ოლ სტარის შედეგების გამოქვეყნებამდე, რამდენიმე საათით ადრე კომენტარი გააკეთა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ "ოლ სტარში" მონაწილეობის მიღება ყველა კალათბურთელის ოცნებაა და რათქმაუნდა თუ იქ მოვხვდები ძალიან კარგი იქნება. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის მხარდაჭერაა. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ქართველ თუ არაქართველ ქულშემატკივარს, ვინც მხარი დამიჭირა - ეს ჩემთვის უპირველესია - განაცხადა ფაჩულიამ.

ოლ სტარის საბოლოო შედეგები დღეს თბილისის დროით ღამის 04:00 საათზე გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები