Aa
Aa

"სევილიამ" "რეალის" 40 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა!

ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, ხუთშაბათს “რეალმა” “სევილიას” 93-ე წუთზე გაუტანა, რითაც მარცხს გადაურჩა და 40-მატჩიანი წაუგებელი სერიით ესპანური ფეხბურთის რეკორდი მოხსნა.

ამჯერად, პირიქით მოხდა. მადრიდელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს და 6 აპრილის ("ლა ლიგაში" 27 თებერვლის, "ატლეტიკოსთან") შემდეგ, როცა "სამეფო კლუბს" "ვოლფსბურგმა" აჯობა, პირველად დამარცხდნენ.

შეხვედრაში პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტით შეაგდო, რასაც მატჩის ბოლო წუთებზე ჯერ სერხიო რამოსის ავტოგოლი, ხოლო შემდეგ სტევან იოვეტიჩის "გეიმ-ვინერი" მოყვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები