Tuttosport: დელოფეუმ
Aa
Aa

Tuttosport: დელოფეუმ "მილანში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა!

ესპანელმა ვინგერმა ხერარდ დელოფეუმ "მილანში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ახლა უკვე ჯერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. 

Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის პოზიციას "ევერტონმა" პატივისცემა გამოუცხადა და მოლაპარაკებებს წერტილი, უდიდესი ალბათობით, ძალიან მალე დაესმება. 

ადრიანო გალიანის ლივერპულში სპეციალური ფაქსი კონტრაქტის პირობებზე უკვე გადაგზავნილი აქვს და იგი პასუხს ელოდება. 

"ევერტონის" მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, დელოფეუ "სან სიროზე" სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით ითამაშებს, ხოლო შემდეგ "მილანს" მისი გამოსყიდვის საშუალებაც ექნება. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები