რუნი ჩარლტონს ყველა დროის ბომბარდირებში დაეწია
Aa
Aa

რუნი ჩარლტონს ყველა დროის ბომბარდირებში დაეწია

სათასო შეხვედრაში "რედინგთან" დღეს გატანილი გოლის შედეგად, უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ბობი ჩარლტონს დაეწია და ამ მომენტისათვის ორივეს ანგარიშზე 249 ზუსტი დარტყმაა. 

"იუნაიტედმა" აღნიშნული მატჩი 4:0 მოიგო, ხოლო რუნიმ ანგარიში მე-7 წუთზე ხუან მატას პასის შემდეგ გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში საგოლე გადაცემაც მიამატა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ რუნიმ ლეგენდარული ბობი ჩარლტონის რეკორდი ინგლისის ნაკრებშიც დაამხო. 2015 წლის ოქტომბერში "შრეკიმ" ეროვნულ გუნდში 49-ედ შეაგდო და "ჩარლტონს გაუთანაბრდა. ამჟამად მის აქტივში 53 სანაკრებო გოლია. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები