NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

სან ანტონიო - ჩიკაგო

პორტლენდთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, სან ანტონიო შინ ჩიკაგოს მიიღებს. მასპინძლებს ზედიზედ ბოლო ოთხი საშინაო შეხვედრა აქვთ მოგებული. 24 მოგებითა და 6 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იკავებენ.

არც ისე კარგად მისდის საქმე ჩიკაგოს. „ხარებს“ ბოლო ხუთი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთხელ ხვდათ წილად გამარჯვების მოპოვება. უშუალოდ გასვლით თამაშებშიც მსგავსი სტატისტიკაა. 14 მოგებით და 15 წაგებით, ჩიკაგო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან,  ხუთივეში გამარჯვება მასპინძელს რჩებოდა. აქედან სამჯერ მასპინძელი ჩიკაგო იყო. სან ანტონიო ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 108.2 ქულას ყრის, ხოლო ჩიკაგოს მაჩვენებელი ამ მხრივ გასვლით შეხვედრებში 92.2 ქულაა. ფავორიტის სტატუსის გათვალისიწნებით, ვფიქრობთ „ტეხასელებს“ არ უნდა გაუჭირდეთ ამ მატჩის მოგება.

ფორა 1  @ -6.5

ტრავმები:

სან ანტონიო - არავინ.

ჩიკაგო - მაიკლ კარტერ-ვილიამსი; რობინ ლოპესი (სათუოა).

 

ოკლაჰომა - მინესოტა

ზედიზედ ორი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ოკლაჰომა შინ მინესოტას მიიღებს. ვესტბრუკს და კამპანიას, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება და 2 წაგება აქვს. 18 მოგების წილ 14 წაგებით, ოკლჰაომას დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს სჯერდება.

ბოლო ტურში შინ საკრამენტოსთან დამარცხების შემდეგ, მინესოტა კარი განწყობის შექმნას სწორედ ამ მატჩში შეეცდება. ტიმბერვულვზის კალათბურთელებმა შეძლეს და ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამი მატჩის მოგება მოახერხეს. 9 მოგებით და 20 წაგებით,  სტუმრები 7 ადგილით ჩამორჩებიან თავის მეტოქეს და მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ოკლაჰომას დარჩა. ოკლჰომა ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 104.2 ქულას ყრის, ხოლო მინესოტას ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში საშუალოდ 216 ქულა ვარდება.

ამრიგად, უნდა ველოდოთ უხვქულიან შეხვედრას - 206.5 @ მეტი

ტრავმები:

ოკლაჰომა - ვიქტორ ოლადიპო; კამერონ პეინი.

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი.

 

ლეიკერსი - კლიპერსი

საინტერესო შეხვედრის მომსწრენი უნდა გავხდეთ ლოს ანჟელესური დერბის დაპირისპირებაში. ლეიკერსს, მიჯრით 4 შეხვედრა აქვს წაგებული და ამ მატჩის მოგებით, შეძლებს რეაბილიტაცია მოახდინოს მაყურებლების თვალში. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მასპინძლებს მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ. 11 მოგების წილ 22 წაგებით, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილს იკავებს.

კლიპერსი,  ბოლო ტურში შინ მოულოდენლად დამარცხდა დალასთან. ეს გარკვეულწილად სენსაცია იყო და ამის გამეორება კრის პოლმა და კამპანია არ უნდა დაუშვას. სტუმრებს ბოლო ხუთი გასვლიდან, ოთხში გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 22 მოგებით და 9 წაგებით, კლიპერსი 9 ადგილით უსწრებს თავის ვიზავის და ამავე კონფერენციის მე-3 ადგილს იკავებს.

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა კლიპერსის გაამრჯვებით დასრულდა. ლეიკერსი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 109.4 ქულას იღებს საკუთარ კალათში. კლიპერსი ამის ფონზე 110.4 ქულას აგროვებს ბოლო გასვლით 5 შეხვედრაში.

ამრიგად, სავსებით ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ კლიპერსის გამარჯვება @ 2 

 

ტრავმები:

ლეიკერსი - ხოსე კალდერონი, ტარიკ ბლეკი, ლერი ნენსი.

 

კლიპერსი - ბლეიკ გრიფინი, ბრაის ჯონსონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები