NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ატლანტა - მინესოტა

ოკლაჰომასთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, ატლანტა შინ მინესოტას მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი აქვთ მოგებული და შესაბამისად მათ საკუთარი მაყურებლების წინაშე რეაბილიტაცია მართებთ. 14 მოგების წილ 14 წაგებით, ატლანტა აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.

კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს მინესოტა. ტიმბერვულვზის კალათბურთელებმა ფინიქსის დამარცხება შეძლეს და შეეცდებიან მოგებათა სერია გაზარდონ. ბოლო ხუთი გასვლიდან, სტუმრებს მხოლოდ ორში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 8 მოგებითა და 19 წაგებით, მინესოტა დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, როცა მასპინძლები „არწივები“ იყვნენ, ოთხში გამარჯვება მათ სასარგებლოდ დამთავრდა.  ბოლო სამი საშნაო შეხვედრაა, ატლანტა საშუალოდ 107.3 ქულას აგროვებს, ხოლო მინესოტა ბოლო ხუთ გასვლაზე საშუალოდ 114.3 ქულას იღებს საკუთარ კალათში.

ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ ატლანტას გამარჯვება @ 1

 

ტრავმები:

ატლანტა - ტიაგო სპლიტერი ; დუაიტ ჰოვარდი ? (სათუოა)

მინესოტა - ნიკოლა პეკოვიჩი.

 

ფინიქსი - ჰიუსტონი

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, ფინიქსი შინ ჰიუსტონს მიიღებს. სანსის კალათბურთელებს საქმე არცთუ კარგად მისდით. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ მხოლოდ ორშ შეძლეს გამარჯვება. 8 მოგებით და 20 წაგებით, მასპინძლების დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

ჰიუსტონმა ბოლო ტურში დასანანი მარცხი იწვნია სან ანტონიოსგან შინ. შესაბამისად ამ მატჩში ისინი ძალზედ მოტივირებულები გამოვლენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ ოთხი თავის სასარგებლოდ დაამთავრეს. 21 მოგებით და 8 წაგებით, სტუმრები ამავე კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებენ. 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ჰიუსტონს დარჩა. ფინიქსი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში საშუალოდ 110.8 ქულას უშვებს, ხოლო ჰიუსტონი 114.8 - ს ყრის. უხვქულიანი მატჩის მოლოდინშილ ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ ჰიუსტონის გამარჯვება @ ფორა 2  -1.5

 

ტრავმები:

ფინიქსი - არავინ

ჰიუსტონი - კლინტ კაპელა.

 

დეტროიტი - მემფისი

ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, დეტროიტი შინ მემფისს მიიღებს. მასპინძებს ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორში აქვთ გამარჯვება მოპოვებული. 14 მოგებითა და 16 წაგებით, დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგიზლე იმყოფება.

რაც შეეხება მემფისს, მასაც თავის ვიზავის მსგავსად სამი შეხვედრა აქვს წაგებული. ბოლო ხუთი გასვლიდან კი სამი მოგევა აქვს აქტივში. გრიზლის კალათბურთელებს 18 მოგება და 15 წაგება გააჩნიათ, რისი დამსახურებითაც, დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე არიან მოკალათებულნი.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება მემფისს დარჩა. გუნდების ბოლო ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ. დეტროიტი ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრაა 97,6 ქულას იღებს. მემფისის ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრებში კი საშუალოდ 210.4 ქულა ვარდება, უშუალოდ მემფისი კი 103 ქულას აგროვებს.

აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური ფსონი: მემფისის ინდ. ტოტალი 87.5 @ მეტი

 

ტრავმები:

დეტროიტი - რეჯი ბალოკი;

მემფისი - დეიონტა დევისი; ბრენდონ რაითი; ჩანდლერ პარსონსი (სათუოა)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები