NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

დეტროიტი - შარლოტა

ვაშინგტონთან სტუმრად წაგებული მატჩის შემდეგ, დეტროიტი შინ ინდიანას დამარცხებას შეეცდება. პისტონსის კალათბურთელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან სამი მოგება აქვთ. 14 მოგების წილ 14 წაგებით, მასპინძლები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფებიან.

 

ზედიზედ წაგებული ორმატჩიანი სერიის შეწყვეტას შეეცდება ინდიანა. ბოლო ტურში პეისერსის  კალათბურთლები ნიუ-ორლეანთან დამარცხდნენ. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ სასარგებლოდ მხოლოდ 1 დამთავრდა. ისინი 1 ადგილით ჩამორჩებიან თავის ვიზავს და ამავე კონფერენციის მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება ინდიანას დარჩა. დეტროიტი ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ 92.8 ქულას უშვებს, როცა ინდიანა 100.4 ქულას აგროვებს.

 

უნდა ვივარაუდოთ ნაკლებ რეზულტატიანი თამაში.   205.5 @ ნაკლები

 

 

დენვერი - ნიუ იორკი

პორტლენდთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდე, დენვერი შინ ნიუ იორკს მიიღებს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ნაგეთსელებმა მხოლოდ ორში შეძლეს გამარჯვება. დასავლეთ კონფერენციაში, 10 მოგებით ისინი მე-10 ადგილს იკავებენ.

 

რაც შეეხება ნიუ-იორკს, მან ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. წინა ტურში სტუმრად გოლდენთან დამარცხება არავისთვის ყოფილა მოულოდნელი. ბოლო ხუთი გასვლიდან, ენტონიმ და კამპანიამ სამ მატჩში შეძლო წარმატების მიღწევა. 14 მოგებით, ნიქსის კალათბურთელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან როცა დენვერი იყო მასპინძელი, ხუთივეში გამარჯვებულები ნაგეთსის კალათბურთელები იყვნენ. სამაგიეროდ, ბოლო ხუთ შეხვედრაში ის საშუალოდ 118.6 ქულას უშვებს,  ხოლო ნიქსი 107.2 ქულას აგროვებს.

 

უპრიანი იქნება ვივარაუდოთ ამ მატჩის მაღალ შედეგიანობა  - 210.5 @ მეტი

 

მინესოტა - ჰიუსტონი

ჩიკაგოსთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ, მინესოტა შინ ჰიუსტონს მიიღებს. მასპინძლებს ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა წაგებული აქვთ. 7 მოგებით და 18 წაგებით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილზე იმყოფებიან.

 

გაცილებით უკეთესად აქვს საქმე ჰიუსტონს. ჰარდენმა და კამპანიამ 9 მატჩიანი წაუგებელი სერია „გამოაცხვეს“ და მის გაგრძელებას შეეცდებიან. ბოლო ხუთი გასვლიდან, სტუმრებმა ოთხში შეძლეს გამარჯვება. ისინი 10 ადგილით უსწრებენ თავის მეტოქეს და ამავე კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრან, ოთხში გამარჯვება ჰიუსტონმა შეძლო. მინესოტა ბოლო საშინაო 5 შეხვედრაში, საშუალოდ 111.2 ქულას იღებს საკუთარ კალათში, როცა ჰიუსტონი 118.6 ს აგროვებს.  გუნდების ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში 223.4 ქულა ვარდებოდა.

 

შესაბამისად, ამაღამ მაღალშედეგიან თამაშს უნდა ველოდოთ, სადაც დიდი ალბათობით ყველასგან გამორჩეული იქნება ერთ-ერთი მეოთხედი.

ყველაზე შედეგიანი მეოთხედის ტოტალი 61.5 @ მეტი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები