მესი დღეს რონალდუს რეკორდის მოხსნას შეეცდება
Aa
Aa

მესი დღეს რონალდუს რეკორდის მოხსნას შეეცდება

ლიონელ მესის "ჩემპიონთა ლიგის" მე-6 ტურში, კრიშტიანუ რონალდუს მიერ დამყარებული რეკორდის მოხსნის შანსი ექნება. 

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.

მესის კი, 5 ტურის შემდეგ 9 ბურთი აქვს გატანილი და რეკორდის გასამეორებლად, ბოლო ტურში 2 ბურთის გატანა სჭირდება. 

მეორე ინტრიგა, "ჩემპიონთა ლიგის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაა, რომელშიც რონალდუ მესის 3 გოლით უსწრებს, კრიშტიანუმ ამ ტურნირზე 95-ჯერ შეაგდო, ხოლო ლიონელმა 92-ჯერ. 

"ბარსელონა" დღეს 23:45 საათზე "ნოუ კამპზე" "გლადბახს" მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, ისევე როგორც ჯგუფის მეორე დაპირისპირება "სიტისა" და "სელტიკს" შორის, საერთოდ არაფერს წყვეტს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები