BBC:
Aa
Aa

BBC: "შაპეკოენსეს" ერთ-ერთმა გადარჩენილმა ფეხბურთელმა, შესაძლოა კარიერა გააგრძელოს!

28 ნოემბრის ავიაკატასტროფას გადარჩენილმა ფეხბურთელმა, ნეტომ, შესაძლოა საფეხბურთო კარიერის გაგრძელება შეძლოს. 

აღნიშნულ ცნობას, საინფორმაციო სააგენტო BBC, მისი მამის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"საბედნიეროდ, ჩემი შვილი დღითი-დღე უკეთესად ხდება და ექიმების თქმით, საშიში აღარაფერია". 

"ფეხზე ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაც შეძლოს". - დაწერა ნეტოს მამამ "ფეისბუქზე". 

31 წლის ნეტო, რომელიც "შაპეკოენსეში" 2015 წელს გადავიდა, 81 ადამიანიდან, ერთ-ერთია, ვინც "მედელინის ტრაგედიას" გადაურჩა. 

ადგილზე მყოფთაგან, მის გარდა სიცოცხლე ამ კლუბის კიდევ 2 წევრს, მეკარე ჯექსონ რაგნარ ფოლმანსა და მცველ ალან რაშელს შეუნარჩუნდათ. 

 

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები