ვან გაალი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემი ბოლო კლუბი იქნება
Aa
Aa

ვან გაალი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემი ბოლო კლუბი იქნება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა აღიარა, რომ ამჟამინდელი კლუბი მის სამწვრთნელო კარიერაში ბოლო იქნება.

"ასეთი სამსახურისთვის უკვე საკმაოდ მოხუცი ვარ. სიმართლე რომ გითხრათ ეს ჩემი ბოლო კლუბია მწვრთნელის რანგში. უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციო საკუთარ შვილებს, შვილიშვილებსა და ცოლს. ისინი, ამას იმსახურებენ. მუშაობის გამო, ოჯახურ დღესასწაულებზე დასწრებას ვერ ვახერხებ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლახანს შვილიშვილის დაბადების დღეც კი გამოვტოვე, რისი უფლებაც ნამდვილად არ მქონდა. ჩემს ცოლს სურს, რომ ეს ყველაფერი ახლავე დავასრულო. პორტუგალიაში მაქვს სახლი. სწორედ იქ ვაპირებ წასვლას, გოლფის თამაშსა და გემრიელი საჭმელების დაგემოვნებას" - განაცხადა ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის ლუი ვან გაალის მოქმედი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2017 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები