„ინტერი“ ბეგოვიჩისთვის შეთავაზებას ამზადებს
Aa
Aa

„ინტერი“ ბეგოვიჩისთვის შეთავაზებას ამზადებს

„სტოკ სიტის“ მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა კარიერა შეიძლება მილანის „ინტერში“ განაგრძოს. „ESPN“-ის ინფორმაციით 27 წლის მეკარით, პირადად რობერტო მანჩინია დაინტერესებული.

 

„ინტერი“ ამავდროულად, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს გუნდის ძირითად მეკარესთან, სამირ ჰანდანოვიჩთანაც აწარმოებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. იტალიაში კი ვარაუდობენ, რომ ასმირ ბეგოვიჩს, „ინტერი“ სწორედ სლოვენიელის შემცვლელად მოიაზრებს.

 

„პრემიერლიგის“ მიმდინარე გათამაშებაში ბეგოვიჩმა 33 მატჩი ჩაატარა, საკუთარ კარში კი 41 გოლი აქვს გაშვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები