''სან ხოსეს'' დიდი მომავალი აქვს'' - კაშია MLS-ში წარადგინეს
Aa
Aa

''სან ხოსეს'' დიდი მომავალი აქვს'' - კაშია MLS-ში წარადგინეს

MLS-ის სან ხოსემ ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია წარადგინა. არნემის ვიტესში გატარებული რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ქართველი მცველი ვაკო ყაზაიშვილთან ერთად ''სან ხოსეში'' ითამაშებს.

‘‘კლუბში მოსვლა გადავწყვიტე, რადგან ''სან ხოსეს'' დიდი გეგმები აქვს. ეს დიდი პროექტია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. მე აქ ვარ და მაქსიმალურად ვეცდები ''სან ხოსეს'' მიზნების მიღწევაში დავეხმარო, როგორც შემიძლია. გუნდის ქომაგებს ვპირდები, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ. იმედი მაქვს ''სან ხოსეში'' გატარებული დრო საკმაოდ კარგი იქნება. ეს არის ჩემი გზავნილი ქომაგების მიმართ’’ - განაცხდა გურამ კაშიამ სან ხოსეს ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

კაშია სან ხოსეს თანამშრომლებს საკმაოდ თბილად შეხვდა. ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიკაელ სტარეს ესაუბრა. გურამ კაშია მთავარ მწვრთნელთან ერთად კლუბის სტადიონზე, ''ავივაზე'' იმყოფებოდა.

შვედ სპეციალისტთან საუბრისას გურამ კაშიამ აღნიშნა: ‘‘ძალიან მომწონს, როცა ტრიბუნები მინდორთან ახლოსაა. როცა ქომაგები შენთან ახლოს არიან. არ მომწონს ოლიმპიური სტილის სტადიონები, სადაც ფეხბურთელებსა და ქომაგებს შორის დიდი დაშორებაა. ეს მშვენიერი არენაა’’.

Mls-ის დასავლეთ კონფერენციაში სან ხოსე 12 ქულით ბოლო ადგილზეა. 19 მატჩიდან ''სან ხოსემ'' მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო და 39 გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები