როი კინი:
Aa
Aa

როი კინი: "ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გულისამრევი იყო" - ექსპერტებმა საკამათო ეპიზოდი შეაფასეს

საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს წამყვანი სპორტული გვერდები აქტიურად განიხილავდნენ მსაჯის გადაწყვეტილებებს, რომელმაც ხორვატებს ზიანი მიაყენა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა ნესტორ პიტანამ ხორვატების კარში ძალიან საკამათო და საეჭვო პენალტი დანიშნა.

ამ ეპიზოდის შესახებ ITV-ის ეთერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა კაპიტანმა როი კინმა ისაუბრა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გულისამრევი იყო. ხორვატებმა მეტი დაიმსახურეს. ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო.

ამ მსაჯს ფეხბურთი არასდროს უთამაშია“.

კინის პოზიციას იზიარებს ჯეიმი კარაგერიც: „ეს იყო მსაჯის შეცდომა. ვიდეო რეფერი არ შემცდარა, ის უბრალოდ ეპიზოდს უკან ახვევს“.

ცნობილი ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი ვეტერან ფეხბურთელებს დაეთანხმა: „მატუიდის ხელები ბუნებრივ მდგომაროებაში ჰქონდა, ისევე როგორც პერიშიჩს. აქ ბურთზე განზრახ თამაში არ ყოფილა, არანაირი პენალტი“.

ხსენებული ეპიზოდი უკვე ისტორიაა და ფრანგები უკვე ჩემპიონები არიან. წლების შემდეგ ამ მომენტს არავინ გაიხსენებს.

ასევ აღნიშვნის ღირსია ფრანგების პირველი გოლიც, რომელიც ჯარიმის შემდეგ მანჯუკიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

იმ ეპიზოდში ჯარიმის დანიშვნის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ გრიზმანი შეგნებულად და თავისი ინიციატივით დაეცა. მსაჯი იმ ეპიზოდშიც შეცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები