მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი - საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება
Aa
Aa

მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი - საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება

საქართველოს კალათბურთელთა 20 წლამდე ნაკრებმა ლატვიაში პირველი ამხანაგური მატჩი ესტონეთთან ჩაატარა. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდმა მეტოქე 90:73 დაამარცხა.

აღსანიშნავია სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში სადებიუტო მატჩში. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება სანდროს ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა.

საქართველოს ნაკრების მეფარემ, გიორგი კორსანტიამ მაღალ დონეზე ითამაშა. მის ანგარიშზე 17 ქულა და 7 მოხსნაა. ნიკა ჩეჩელაშვილის აქტივში 14 ქულა და 5 პასია. საქართველოს ნაკრებს 12 ქულა ლაშა ფურცხვანიძემ მოუტანა.

ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს ლატვიის 20 წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. საკალათბურთო დაპირისპირება 7 ივლისს შედგება.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შეხვედრები 13-22 ივლისს ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გაიმართება. საქართველო ფინეთს, პოლონეთს, კოსოვოსა და პორტუგალიას შეხვდება. ფლეი-ოფში თამაშის უფლებას 2 გუნდი მოიპოვებს და A დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები