პეპ გუარდიოლა თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია, რომელმაც თავის დროზე სპორტის ამ სახეობაში ალბათ, ყველაზე დიდი რევოლუცია მოახდინა. ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი 2017 წელს გახდა და 7 სეზონის განმავლობაში 6-ჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის მოგება, მათ შორის 4-ჯერ კი ეს ზედიზედ შეძლო. პეპს დღეისთვის სიტიში კარგი დრო არ უდგას, რადგან მისმა გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან 7 შეხვედრა წააგო, ორჯერ ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა, თუმცა, ეს უარყოფითი სტატისტიკა მის სიდიადეს ნამდვილად არ აკნინებს. ამის საპირისპიროდ, კლუბის ხელმძღვანელებმა მას კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუხანგრძლივეს და სრული ნდობა გამოუცხადეს.
საინტერესოა, რამდენად კარგად იცნობ მანჩესტერ სიტიში მის კარიერასთან დაკავშირებულ მომენტებს.