არაბიძე, კლუივერტი, მპაბე - ვინ მოიგებს ''ოქროს ბიჭის'' პრიზს?
Aa
Aa

არაბიძე, კლუივერტი, მპაბე - ვინ მოიგებს ''ოქროს ბიჭის'' პრიზს?

2018 წლის ''ოქროს ბიჭის'' ტიტულის მოპოვების 100 ნომინანტი დასახელდა. მათ შორისაა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის წევრი გიორგი არაბიძე, რომელმაც გასული სეზონი დონეცკის ''შახტარის'' 19 წლამდე გუნდში გაატარა.

100 ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის არაბიძის გარდა ალექსანდრ არნოლდი (''ლივერპულისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი), ჯასტინ კლუივერტი (''რომასა'' და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი) და ფილ ფოდენი (''მანჩესტერ სიტის'' მცველი) მოხვდნენ.

ნომინანტთა შორისაა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მცველი დიოგო დალოტი, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2017 წელს საქართველოში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა.

სიაში ასევე მოხვდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევი კილიან მბაპე, რომელმაც ''ოქროს ბიჭის'' ტიტულის მოქმედი გამარჯვებულია. სიის მიღმა დარჩა ''ფულემისა'' და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი რაიან სესენიონი.

''ოქროს ბიჭის'' პრიზი 2003 წელს იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა დააწესა. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოვლენაში მონაწილეობენ შემდეგი გამოცემები: Bild (გერმანული), Blick (შვეიცარია), A Bola (პორტუგალია), l'Equipe (საფრანგეთი), France Football (საფრანგეთი), Marca (ესპანეთი), Mundo Deportivo (ესპანეთი), Ta Nea (საბერძნეთი), Sport Express (რუსეთი), De Telegraaf (ჰოლანდია) და The Times (დიდი ბრიტანეთი).

Golden Boy-ს პრიზის მფლობელები 2003 წლიდან მოყოლებული

2003 - რაფაელ ვან დერ ვაარტი (ჰოლანდია)

2004 - უეინ რუნი (ინგლისი)

2005 - ლიონელ მესი (არგენტინა)

2006 - ცესკ ფაბრეგასი (ესპანეთი)

2007 - სერხიო აგუერო (არგენტინა)

2008 - ანდერსონი (ბრაზილია)

2009 - ალეშანდრო პატო (ბრაზილია)

2010 - მარიო ბალოტელი (იტალია)

2011 - მარიო გიოტცე (გერმანია)

2012 - ისკო (ესპანეთი)

2013 - პოლ პოგბა (საფრანგეთი)

2014 - რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

2015 - ენტონი მარსიალი (საფრანგეთი)

2016 - რენატო სანჩესი (პორტუგალია)

2017 - კილიან მპაბე (საფრანგეთი)

გიორგი არაბიძის ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები