გრიგალაშვილის ლამაზი გოლი - ბრწყინვალედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში შოთა გრიგალაშვილმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. ''ყიზილჟარის'' ქართველმა შემტევმა ''ჟეტისუსთან'' გასვლითი მატჩის 61-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ''ჟეტისუს'' კარის მიმართულებით დანიშნული სტანდარტი ბრწყინვალედ გამოიყენა.
მიმდინარე სეზონში 32 წლის შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის პრემიერლიგის მე-14 მატჩში მე-3 გოლი შეაგდო. მან ასევე გაუტანა ''აკჟაიკსა'' და ''ატირაუს.''
მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე ''ჟეტისუმ'' გამარჯვების გოლი გაიტანა და ''ყიზილჟარი'' სახლში უქულოდ გაემგზავრა (''ჟეტისუ'' - ''ყიზილჟარი'' 2:1).
''ჟეტისუს'' შემადგენლობაში ლაშა კასრაძეს არ უთამაშია, ხოლო ''ყიზილჟარის'' მაისურით შოთა გრიგალაშვილმა და გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშეს. ''ყიზილჟარის'' კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა.
12-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ჟეტისუ'' 18 ქულით მე-5 ადგილზეა, ''ყიზილჟარი'' კი 14 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.