სალაჰი თითქმის 100%-ით მზადაა
Aa
Aa

სალაჰი თითქმის 100%-ით მზადაა

ბრიტანული Skysports-ის ინფორმაციით, მოჰამედ სალაჰის სარეაბილიტაციო პროცესი, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და ფეხბურთელი თითქმის სრულად მომჯობინდა.

პოპულარული გამოცემა, ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელის, ექტორ რაულ კუპერის კომენტარს აქვეყნებს.

"შემიძლია თითქმის დაგარწმუნოთ, რომ იგი ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს. თუმცა მაინც შეხვედრის დაწყებას დაველოდოთ". - ამბობს კუპერი.

მო სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ უთამაშია, შესაბამისად, მოედანზე 26 მაისის შემდეგ არ გასულა.

ეგვიპტის ნაკრები ხვალ ურუგვაის შეხვდება, მე-2 რუსეთს დაუპირისპირდება, მე-3-ში კი - საუდის არაბეთს.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1990 წლის შემდეგ პირვლად გავიდა და ხვალინდელ მატჩს ქვეყანაში დიდი იმედით ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები