Aa
Aa

ყაზაიშვილის გოლი უხვგოლიან მატჩში - ''სან ხოსე'' დამატებულ წუთზე დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ''სან ხოსეს'' ქართველმა ფეხბურთელმა  ''ლოს ანჯელესთან'' შეხვედრაში მე-11 წუთზე ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ (3:4).

90-ე წუთამდე ''სან ხოსე'' 3:2-ს ამარცხებდა ბობ ბრედლის გუნდს, თუმცა მატჩის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე დიომანდემ ანგარიში გაათანაბრა, მე-7 დამატებულ წუთზე კი ''ლოს ანჯელესმა'' მოუტინიოს გოლით 3 ქულა მოიპოვა.

დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდიან გათამაშებაში ''სან ხოსე'' 9 ქულით მე-11 ადგილზეა. ყაზაიშვილის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

ქართველმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში MLS-ის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 გოლია.

შეგახსენებთ, ჰოლანდიური მედიის ცნობით ''ვიტესის'' კაპიტანი გურამ კაშია ყაზაიშვილის თანაგუნდელი გახდა. როგორც ad.nl-ზე ვკითხულობთ, გურამ კაშია ახლოსაა საოცნებო ტრანსფერთან. 30 წლის ქართველ მცველსა და არნემული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის შორის საუბარი გასულ თვეში შედგა. მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. რუს სპეცლიალისტს კაშიასთან თანამშრომლობა სურს, თუმცა ფეხბურთელი ჰოლანდიაში დარჩენას MLS-ში თამაშს ამჯობინებს (იხილეთ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები