კაშია საოცნებო ტრანსფერთან ახლოსაა - ქართველი მცველი MLS-ში ითამაშებს
Aa
Aa

კაშია საოცნებო ტრანსფერთან ახლოსაა - ქართველი მცველი MLS-ში ითამაშებს

ჰოლანდიური მედიის ცნობით გურამ კაშიას ''სან ხოსეში'' ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. მხარეებს შორის მხოლოდ მცირე დეტალები რჩება შესათანხმებელი.

როგორც ad.nl-ზე ვკითხულობთ, გურამ კაშია ახლოსაა საოცნებო ტრანსფერთან. 30 წლის ქართველ მცველსა და არნემული გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის შორის საუბარი გასულ თვეში შედგა. მას შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა. რუს სპეცლიალისტს კაშიასთან თანამშრომლობა სურს, თუმცა ფეხბურთელი ჰოლანდიაში დარჩენას MLS-ში თამაშს ამჯობინებს.

შეგახსენებთ, ''სან ხოსეში'' ირიცხება არნემის ''ვიტესის'' ყოფილი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი.

გურამ კაშია „ვიტესის“ რიგებში 2010 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. არნემულმა კლუბმა 2016-17 წლების სეზონში 125-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ტიტული მოიგო და ჰოლანდიის თასი მისმა ქართველმა კაპიტანმა აღმართა.

გასულ სეზონში გურამ კაშიამ თეო იანსენის 242-მატჩიანი რეკორდი დაამხო. კაშია ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ერედივიზიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. რეკორდი ქართველმა კაპიტანმა მიმდინარე წლის 18 აპრილს ''ალკმაართან'' შეხვედრაში დაამყარა, როცა არნემული გუნდისთვის ჰოლანდიის ჩემპიონატში 243-ე შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები