''დილა'' ლიდერს მიუახლოვდა - შესანიშნავი გოლები ''მესხზე''
Aa
Aa

''დილა'' ლიდერს მიუახლოვდა - შესანიშნავი გოლები ''მესხზე''

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში გორის ''დილამ'' საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა აუტსაიდერი ფოთის ''კოლხეთი.'' ამ გამარჯვებით გიორგი დარასელიას გუნდმა თბილისის ''დინამოს'' 1 ქულით გაასწრო და მეორე ადგილზეა. კახა კაჭარავას გუნდი დღეს, 10 ივნისს მეოთხეადგილოსან საჩხერის ''ჩიხურას'' უმასპინძლებს.

მე-10 წუთზე ''კოლხეთის'' კაპიტანმა ომარ გოგონაიამ წითელი ბარათი მიიღო, რადგან მეკარესთან პირისპირ გასული კოვტალიუკი თამაშის წესის დარღვევით წააქცია.

54-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის ოთხ ფეხბურთელს შორის მოექცა, თუმცა საჯარიმოში შეჭრილმა საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა და მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გახსნა. 23 წლის უკრაინელმა თავდამსხმელმა მე-13 მატჩში 6 გოლი შეაგდო. მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

მეოთხე დამატებულ წუთზე გიორგი კორიფაძემ გარღვევა გოლით დაასრულა. მან მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ''კოლხეთის'' სამ ფეხბურთელს აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''მიხეილ მესხზე'' გამართული მატჩი ''რუსთავსა'' და ბოლნისის ''სიონს'' შორის ფრედ 2:2 დასრულდა. მე-9 წუთზე ''რუსთავის'' კომბინაცია გეგეჭკორი-მაქაცარია-ციცქიშვილის მონაწილეობით ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

44-ე წუთზე 20 წლის ლაშა ლეჟავას შესრულებული სტანდარტისას ალექსანდრე გურეშიძემ ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

48-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა შესანიშნავი დარტყმით დუბლი შეასრულა და ''რუსთავი'' დააწინაურა. ბოლნისურმა გუნდმა 76-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ლაშა მანაგაძის გადაცემის შემდეგ ჯაბა უგულავამ უძლიერესი დარტყმით ნუკრი რევიშვილს შანსი არ დაუტოვა. ''რუსთავის'' გამოცდილმა მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო.

ზაზა ციცქიშვილის გოლები

 ბოლნისის ''სიონის'' გოლები

 

 გორის დილა – ფოთის კოლხეთი 2:0 (0:0)

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა: ბეგაშვილი, კერელეიშვილი (რაზმაძე 78), ჩადუნელი, კვახაძე, კორიფაძე, ნონდი (სამუშია 88), ნონიკაშვილი, ქავთარაძე, კოვტალიუკი, რიბეირო, ფორტესი (ლემპტი 61)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

კოლხეთი: პოლტავცევი, კილასონია, მახარაძე, გოგონაია, პანამარიოვი, დანილოვი, კაკულია (კახელიშვილი 55), კაბორე, იმნაძე (კვერნაძე 85), ტყემალაძე (არზიანი 63), კვასოვი

მთავარი მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

გოლები: 1:0 კოვტალიუკი(54), 2:0 კორიფაძე (90+4)

გაფრთხილებები: კაბორე(35), მახარაძე(37), კილასონია(41), პანამარიოვი(49)

გაძევება: გოგონაია(10)

მთავარი მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

 

რუსთავი – ბოლნისის სიონი  2:2 (1:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი“

 რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, პაპავა, თორნიკე კირკიტაძე (ენდელაძე 78), ფონიავა, ცინცაძე, ციცქიშვილი, კვირკვია (ბექა ქავთარაძე 84), მაქაცარია, ჩოგაძე (სილაგაძე 74)

 მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

 სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, გურეშიძე, თომაშვილი, გაფრინდაშვილი (მანაგაძე 46), გიორბელიძე, ქიქავა, ხმალაძე, ლეჟავა, მიქაბერიძე (უგულავა 46), ბერიაშვილი

 მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

 გოლები: 1:0 ციცქიშვილი (9), 1:1 გურეშიძე (43), 2:1 ციცქიშვილი (48), 2:2 უგულავა (75)

 მთავარი მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები