სისხლიანი დაპირისპირება კოლუმბიაში - 24 წლის ფეხბურთელი მოკლეს
Aa
Aa

სისხლიანი დაპირისპირება კოლუმბიაში - 24 წლის ფეხბურთელი მოკლეს

კოლუმბიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბმა ''კორტულუამ'' დაადასტურა ინფორმაცია 24 წლის ფეხბურთელ ალეხანდრო პენიარანდას გარდაცვალების შესახებ. კოლუმბიაში, კალის აღმოსავლეთ ნაწილში პენიარანდასა და მის თანაგუნდელ ესენ ისკუერდოს ცეცხლი გაუხსნეს. პენიარანდა გარდაიცვალა, მისი თანაგუნდელი კი სიკვდილს გადაურჩა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით ინციდენტი პარასკევს 12 საათსა და 40 წუთზე ფეხბურთელ კრისტიან ბორხის სახლში დაფიქსირდა. ინციდენტს ახლდა კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება გოგოსთან დაკავშირებით, შემდეგ კი მკვლელმა პისტოლეტიდან გასროლით მოკლა პენიარანდა. მან ასევე ესროლა ისკუერდოს, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

პენიარანდამ კარიერია ''ატლეტიკო ნასიონალში'' დაიწყო, 2014 წელს კი ''ამერიკა დე კალიში'' ჩაირიცხა. პენიარანდა მეორე დივიზიონის კლუბში განათხოვრებით თამაშობდა.

''კურტულუას'' ოფიციალური ვებგვერდი მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო. კლუბის წარმომადგენლები ღვთისადმი ლოცვისკენ მოუწოდებენ ქომაგებსა და ფეხბურთელის ოჯახის წევრებს, რომ დაძლიონ პენიარანდას არყოფნით გამოწვეული მძიმე პერიოდი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები