"ბასკონიამ" სტუმრადაც იმარჯვა - თოკოს გუნდი ნახევარფინალშია!
ესპანეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ქართული დერბის მეორე შეხვედრა შედგა. გიორგი შერმადინის "უნიკახამ" შინ თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მიიღო და უშანსოდ 64 -80 დამარცხდა.
ვიტორიელებმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარეს და პირველ მეოთხედში მოპოვებული 16 ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება მატჩის ბოლომდე მოახერხეს.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18:30 წუთი გაატარა, რა დროშიც აქტივში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა ჩაიწერა. თოკომ კალათში 8-დან 4 ორიანი მოათავსა და ერთი ჯარიმა ააცილა. რაც შეეხება "უნიკახას" ქართველ ცენტრს გიორგი შერმადინს, მან თავი 11 ქულას მოუყარა და შეხვედრა სროლების 100 პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. გიომ 3-დან 3 ორიანი ჩააგდო და 5-დან ყველა საჯარიმო სროლა გამოიყენა.
"ბასკონიას" 13 ქულით როდრიგო ბობოამ ულიდერა, ჰუერტასმა აქტივში 11 ქულა ჩაიწერა, სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ვოიტმანმა კი შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.
"უნიკახას" რიგებში 14 ქულით ნემანია ნედოვიჩი გამოირჩა. ალბერტო დიასმა გუნდს 7 ქულა შესძინა, კარლოს სუარესმა კი გუნდს 8 ქულა შესძინა.
2️⃣-0️⃣
— Saski Baskonia (@Baskonia) May 29, 2018
SEMIFINALS!! ????????#HayHambre #GoazenBaskonia pic.twitter.com/EkiKG0MxXN