ფეხბურთელმა ყოფილი შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა
იტალიურ საფეხბურთო კლუბ ''ტუტოკუიოს'' 25 წლის მოთამაშე ფედერიკო ძინიმ ყოფილი შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. premiumsporthd-ის ცნობით ფედერიკოს ყოფილ შეყვარებულთან, 30 წლის ელიზა ამატოსთან შერიგება სურდა, თუმცა სპორტსმენმა უარყოფითი პასუხი მიიღო, რის შემდეგაც ფედერიკომ ცეცხლსასროლი იარაღით ქალბატონი მოკლა.
მას შემდეგ რაც ელიზას სახლიდან მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს, სამართალდამცავებს დაურეკეს, მაგრამ მათ მოსვლამდე მკვლელმა ელიზას გვამი მანქანით წაიღო. ფედერიკომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავებმა გვამები პიზასთან ახლოს ნახეს.
ელიზა ამატო და ფედერიკო ძინი

30 წლის ელიზა ამატო სამოდელო მაღაზიაში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. რაც შეეხება ფეხბურთელს, მან კარიერა ''ემპოლის' სარეზერვო გუნდში დაიწყო, შემდეგ კი ფილიპინების, მალტის, ბულგარეთისა და მონღოლეთის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. ძინიმ გასული სეზონი იტალიურ ''ტუტოკუიოში'' დაასრულა.

ფედერიკო ძინის ბავშვობის ფოტო (მარჯვნივ)
