საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა - სამურკასოვის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა - სამურკასოვის გამარჯვების გოლი

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა აზერბაიჯანი. შეხვედრა ბაქოში ''დალგა არენაზე'' გაიმართა. 66-ე წუთზე აზიზოვმა ანგარიში გახსნა. 79-ე წუთზე თურქული ''ანტალიასპორის'' შემტევმა დავით მუჯირმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა დავით სამურკასოვმა თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების გოლები

  

საქართველოს 20 წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ქავთარაძე, გაბიტაშვილი, ფურცელაძე, ყურშავიშვილი, ტაბატაძე, სამურკასოვი, ძებნიაური, ფოჩხუა, ბუღრიძე, ერგემლიძე, არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კერელეიშვილი, ფაცაცია, ჯინჯოლავა, საღრიშვილი, ლეჟავა, მუჯირი, სპანდერაშვილი, დარცმელია.

საჩხერის ''ჩიხურას'' ფეხბურთელის ირაკლი ბუღრიძის ეფექტური ''ფინტი''


 

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები