Aa
Aa

ჯიღაურის დუბლი ყაზახეთის პრემიერლიგაში

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში ''ჟეტისუმ'' 4:2 დაამარცხა ''ორდაბასი,'' რომლის მხრიდან გოლები ქართველმა შემტევმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგო იყო, 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და დარჩენილ დროში დუბლი შეასრულა. ჯიღაურმა პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა, მესამე დამატებულ წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 25 წლის ჯიღაური ''ორდაბასის'' მიმდინარე სეზონში შეუერთდა. მაკედონიური ''ვარდარის'' ყოფილმა შემტევმა ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა. ყველა მატჩში მეორე ტაიმში ერთვებოდა თამაშში. მის ანგარიშზე 2 გოლია.

აღნიშნულ მატჩში ''ჟეტისუს'' ქართველმა მცველმა ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა.10 ტურის შემდეგ 12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ორდაბასი'' 16 ქულით მე-4 ადგილზეა, ''ჟეტისუ'' კი 11 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები