კაჭარავას მორიგი საგოლე გადაცემა ექსტრაკლასაში
Aa
Aa

კაჭარავას მორიგი საგოლე გადაცემა ექსტრაკლასაში

პოლონეთის ექსტრაკლასას  მორიგ ტურში ''კორონამ'' სტუმრად ზაბჟეს ''გურნიკთან'' ითამაშა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მასპინძლები პირველ წუთზე დაწინაურდნენ. 21-ე წუთზე ''კორონას'' ქართველი ფორვარდის ნიკა კაჭარავას საგოლე გადაცემის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა. 24 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მერვე საგოლე პასი შეასრულა. რუსული ''როსტოვის'' ყოფილმა ფეხბურთელმა პოლონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 7 საგოლე პასის გარდა 8 გოლი შეაგდო. გარდა ამისა 2 გოლი პოლონეთის თასზე გაიტანა.

პოლონეთის ექსტრაკლასას საუკეთესო რვა გუნდს შორის ''კორონა'' 49 ქულით მე-7 ადგილზეა. ამდენივე ქულაა მერვეადგილოსან ლიუბინის ''ზაგლებიეს'' ანგარიშზე.

კაჭარავას მერვე საგოლე გადაცემა

ნიკა კაჭარავა თბილისის ''დინამოს,'' ''ცხინვალის,'' ''რუბინის,'' ''როსტოვისა'' და კვიპროსული ''ეთნიკოსის'' ყოფილი ფორვარდია.  საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი შემტევი 2016 წლიდან ეროვნულ გუნდში გამოდის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები