''ძიუდოისტებმა კონსტრუქციულ საუბარზე უარი თქვეს'' - ყაველაშვილი ყრილობის შემდეგ
Aa
Aa

''ძიუდოისტებმა კონსტრუქციულ საუბარზე უარი თქვეს'' - ყაველაშვილი ყრილობის შემდეგ

სასტუმრო ''ბილტმორში'' გამართულ ძიუდოს ფედერაციის ყრილობას  ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა: ''ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ყრილობაზე მოსვლა დააგვიანეს, თუმცა ისინი დარბაზში შეუშვეს. მათ დასვეს კითხვები, თუმცა არ დაელოდნენ პასუხებს. როგორც ჩანს საკმაოდ აღელვებულები იყვნენ და კონსტრუქციულ რეჟიმზე უარი თქვეს. ჩემი აზრით ქევხიშვილმა არ უნდა დატოვოს პოსტი და მან იგივე უნდა უთხრას ჟურნალისტებს, რაც მისგან ყრილობაზე მოვისმინეთ.''

შეგახსენებთ, გამართულ ყრილობას ასევე ესწრებოდნენ ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები, რომელთაც პრეზიდენტის მისამართით დასმული კითხვების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ყრილობის დასრულების შემდეგ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაპირისპირებულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს. ქევხიშვილის თქმით ის იცავს პრეზიდენტის პოსტს როგორც ინსტიტუტს და ვერ ხედავს გადადგომის საფუძველს.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ:

''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს

''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით

''ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია'' - ქევხიშვილის მხარდამჭერები ფედერაციასთან შეიკრიბნენ

''თუ ქევხიშვილი დატოვებს პოსტს, მას მეგობრობის ხელს გავუწვდით''

 

ცხელი ამბები