''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს
Aa
Aa

''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს

სასტუმრო ''ბილტმორში'' მიმდინარეობს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა, სადაც განიხილება ორი საკითხი: პრეზიდენტის ანგარიში და არსებული დაძაბული ვითარება. ძიუდოს ეროვნული გუნდის წევრები ვარჯიშსა და ტურნირებზე მონაწილეობა უარს აცხადებენ. სპორტსმენები პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ყრილობაზე ''ბილტმორში'' ძიუდოს ნაკრების წევრი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი თანაგუნდელები იმყოფებოდნენ. თავდაპირველად ლიპარტელიანი ყრილობაზე არ შეუშვეს, რომელმაც დაცვის წევრებს უთხრა: ''ჩვენ სრული უფლება გვაქვს ყრილობას დავესწროთ. ძალიან გთხოვთ ნუ დავარღვევთ წესებს. უნდა შევიდეთ და დაველაპარაკოთ. პრეზიდენტს ჩვენი კითხვები უნდა დავუსვათ. ეს კითხვები დაგროვდა, ეს კითხვები აინტერსებს ქართველ ხალხს და გულშემატკივარს.''

საბოლოდ დაცვის წევრებმა ქართველი ძიუდოისტები ყრილობაზე შუშვეს.

''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით

ცხელი ამბები