''ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია'' - ქევხიშვილის მხარდამჭერები ფედერაციასთან შეიკრიბნენ
Aa
Aa

''ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია'' - ქევხიშვილის მხარდამჭერები ფედერაციასთან შეიკრიბნენ

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები ძიუდოს ფედერაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მხარდამჭერთა შორის არიან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები გიორგი ყიზილაშვილი და ლომერ ჟორჟოლიანი. მათი თქმით აქცია მშვიდობიანია და მხარეებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

''ძიუდოს ფედერაციის პოლიტიკა გამართლებულია. ძიუდოს ოჯახში ვაფიქსირებთ  ჩვენს აზრს. ჩვენ ყველანი დავემორჩილებით ყრილობის გადაწყვეტილებას'' - განაცხადა გუჯეჯიანმა ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-თან საუბარში.

''აქ ძირითადად ის ხალხია მოსული, ვინც იცის და თავის თავზე იგრძნო დავით ქევხიშვილის რეფორმების შედეგი. მაგიდასთან უნდა დავჯდეთ, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, რაღაც გაუგებრობაა'' - აღნიშნა გიორგი ყიზილაშვილმა.

 

ცხელი ამბები