''თუ ქევხიშვილი დატოვებს პოსტს, მას მეგობრობის ხელს გავუწვდით''
Aa
Aa

''თუ ქევხიშვილი დატოვებს პოსტს, მას მეგობრობის ხელს გავუწვდით''

სასტუმრო ''ბილტმორში'' მიმდინარე ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ლიპარტელიანის განცხადებით, მათ კითხვები დაუსვეს ფედერაციის პრეზიდენტს, თუმცა ქევხიშვილისგან პასუხი არ მიუღიათ. ყრილობის წევრებმა ძიუდოისტებს უთხრეს, რომ პასუხებს ყრილობის დასრულების შემდეგ მიიღებდნენ.

''მათ გვითხრეს რომ პასუხებს პრეზიდენტი ყრილობის დასრულების შემდე გაგვცემდა. ამის გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ. ჩვენ ველოდებით ქევხიშვილის მხრიდან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას. თუ ის მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და დატოვებს პოსტს, ჩვენ გავუწვდით მეგობრობის ხელს'' - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

ამ თემასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ:

''ჩვენ კითხვები გვაქვს პრეზიდენტთან'' - ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს

''ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და მიუკერძოებლები'' - გიორგაძის განცხადება ძიუდოს ფედერაციასთან დაკავშირებით

 

ცხელი ამბები