მაურისიო პოჩეტინო, მაიკლ კერიკი
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია | პოჩეტინო მანჩესტერ იუნაიტედში გადწყვეტილია?

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მაურისიო პოჩეტინოსთან შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა. როგორც The Athletic იუწყება, ბოლო რამდენიმე საათში „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები პოჩეტინოს წარმომადგენლებთან აქტიურ კავშირზე იყვნენ და როგორც გამოცემა ამტკიცებს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ დაკავშირებია, თუმცა, თუ მაურისიოსთან კონტრაქტის გაფორმებას საბოლოოდ გადაწყვეტს, კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

მოსალოდნელია, რომ მთავარ მწვრთნელთან ერთად აშშ-ის ნაკრებიდან „იუნაიტედში“ მისი ასისტენტებიც გადავლენ და ამ შემთხვევაშიც, ინგლისელებს ცალკე კომპენსაციის გადახდა მოუწევთ.

არგენტინელი სპეციალისტი მაიკლ კერიკის გათავისუფლების შემთხვევაში, „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს - გუნდს 10 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მოურინიოს ამასთან შეგუება ძველებურად უჭირს, მაგრამ...“ - ვალდანომ ჟოზეზე ისაუბრა
    „მოურინიოს ამასთან შეგუება ძველებურად უჭირს, მაგრამ...“ - ვალდანომ ჟოზეზე ისაუბრა