''დიდებული ახალი ამბავი'' - ხიზანიშვილი ჯერარდის დანიშვნას გამოეხმაურა
საფეხბურთო კლუბ გლაზგოს ''რეინჯერსის'' მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი დაინიშნა. 37 წლის მწვრთნელმა ''ლივერპულის'' 18 წლამდე გუნდში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დიდი გამოწვევა მიიღო და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამ ფაქტს ''რეინჯერსის'' ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ორი სიტყვით გამოეხმაურა: great news (დიდებული ახალი ამბავი).

შეგახსენებთ, 2003 წელს ''დანდიდან'' ''რეინჯერსში'' გადასული ხიზანიშვილი კლუბის ღირსებას ორი სეზონის განმავლობაში იცავდა.
2005 წელს ''რეინჯერსის'' მაისურით შოტლანდიის ლიგის თასი მოიგო. გლაზგოურ გუნდში მასთან ერთად შოთა არველაძე ასპარეზობდა.

ჯერარდის მსგავსად ხიზანიშვილმაც სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 2017 წელს თბილისის ''ლოკომოტივში'' გიორგი დევდარიანის ასისტენტად მუშაობა. ამავდროულად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძეს ეხმარებოდა. გასული წლის მიწურულს გეგუჩაძე გია ცეცაძემ შეცვალა, ხიზანიშვილი კი ამჟამად ცეცაძის გუნდის წევრია.

ოფიციალურად ჯერარდი ''რეინჯერსის'' მთავარი მწვრთნელია