კილიან მბაპე, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„საქათმეში საჭირო მხოლოდ ერთი მამალია“ - ლაპორტამ მბაპეზე ისაუბრა

„ბარსელონამ“ როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში წლევანდელი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და წინ უდანაკარგოდ მიიწევს, თუმცა თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კატალონიელებისთვის ნამდვილი გამოცდა მიმდინარე კვირა იქნება, როდესაც ჯერ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ფაზის მესამე ტურში სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ლა ლიგაში „ელ კლასიკოს“ მადრიდის „რეალთან“ გამართავენ. პრინციპული თამაშების წინ, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა და შეკითხვაზე, გამართლებული იყო თუ არა თავის დროზე სამეფო კლუბის მხრიდან კილიან მბაპეს შეძენა, საკმაოდ საინტერესო პასუხი გასცა.

რას ამბობს ლაპორტა

მისი საოცარი შედეგიანობიდან გამომდინარე, ბევრს შეიძლება გამართლებული ეგონოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ და ახლაც გავიმეორებ - საქათმეში ერთზე მეტი მამალი არ უნდა იყოს. ფეხბურთში მთავარი გუნდურობაა და ეს თუ არ გაგაჩნია, შენი პროექტი თავიდანვე წარუმატებლობისთვის იქნება განწირული.

„ბარსელონას“ ერთ-ერთი ძლიერი მხარე იცით რა არის? გამორჩეული ნიჭის მქონე კლუბის აკადემიის აღსაზრდელების ერთიანობა. მადლობა უნიჭიერეს მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს და სპორტულ დირექტორს დეკუ სოუზას, რომლებიც გუნდის სრულყოფისკენ მიისწრაფიან. „რეალი“ კი არჩევანს ინდივიდუალისტებზე და ხმაურიან შენაძენებზე აკეთებს, ხოლო როდესაც ვერაფერს აღწევენ, ამ კლუბის ხელმძღვანელები ეგრეთწოდებულ ნეგრეირას საქმეზე იწყებენ საუბარს და ვერც გავამტყუნებ - მათ ხომ ორი წელია ტიტული არ მოუგიათ და სხვანაირად თავს როგორ გაიმართლებენ?

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენი“ - „ბარსელონას“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში წლევანდელი ლა ლიგის პირველი „ელ კლასიკო“ კვირას, 25 ოქტომბერს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე აიღებს სტარტს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბარსელონასთან მატჩი, იამალი და ჰანსი ფლიკი | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
    ბარსელონასთან მატჩი, იამალი და ჰანსი ფლიკი | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია