მეკარის გოლი საკუთარი ნახევრიდან | ყენიას გუნდის გამარჯვება 7-გოლიან თრილერში
საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონატში თბილისის „ლოკომოტივის'' 18 წლის მეკარემ, საბა ასანიძემ გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა, „იბერიის'' მეკარე პოზიციურად შეცდა, ბურთი თავზე გადაახტა და კარის ბადეში აღმოჩნდა.
„ლოკო'' შინ 0:2-ს აგებდა, პირველ ტაიმში სტუმართა მხრიდან რომა ვაჩეიშვილმა და საბა მარსაგიშვილმა გაიტანეს. ლევან ყენიას გაწვრთნილმა გუნდმა თამაში შემოატრიალა, საბა ასანიძის გოლს ნოდარ დიხამინჯიას გოლი მოჰყვა, ანგარიში 2:2 გახდა, „ლოკო'' ნიკა ბერულავამ დააწინაურა და შემდეგ დიხამინჯიამ დუბლი შეასრულა - 4:2. 89-ე წუთზე სანდრო კუნჭულიამ ანგარიში შეამცირა - 4:3.
მატჩის გოლები
4:2-ზე ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საბოლოო ჯამში, არბიტრმა მოთამაშეებს 5 წითელი ბარათი უჩვენა, „ლოკოდან'' ალექსანდრე გეწაძე და ანდრია ვიბლიანი გააძევა. „იბერიიდან'' წითელი ბარათი რეზი ნარმანიამ, ნიკოლოზ გადელიამ და საბა ავდოევმა მიიღეს.
Crystalsport-ის წამოწყება - „კონტრ-შეტევა" მამუკა კუკულაძისა და დიმა შარიქაძის პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთის პოპულარიზება და ახალი ტალანტების აღმოჩენა გახლავთ. მიმდინარე წლის მაისში „კონტრ-შეტევა" თბილისის „ლოკომოტივის" საგურამოს ბაზას ესტუმრა. ვიდეოში ტალანტი საბა ასანიძე გაგაცანით.
„კონტრ-შეტევის" ერთ-ერთ ეპიზოდში დღევანდელი მატჩიდან კიდევ ერთი გოლის ავტორი სანდრო კუნჭულია მოხვდა.
ფოტო: fcloco.ge
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს