გუარდიოლას წერილი ბობი რობსონს - რატომ ვერ ითამაშა კატალონიელმა პრემიერლიგაში
Aa
Aa

გუარდიოლას წერილი ბობი რობსონს - რატომ ვერ ითამაშა კატალონიელმა პრემიერლიგაში

‘‘მანჩესტერ სიტის’’ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ აღიარა, რომ “ნიუკასლში’’ თამაში სურდა, თუმცა ბობი რობსონმა თავაზიანად უარით უპასუხა.

პეპს ინგლისის პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია. პრემიერლიგაში მოღვაწეობა 2016 წელს “მანჩესტერ სიტის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაიწყო.

1997 წელს “ბარსელონას’ მთავარი მწვრთნელის პოსტი ბობი რობსონმა დატოვა. ჰოლანდიაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ინგლისელი სამშობლოში დაბრუნდა და “ნიუკასლის’’ მთავარი მწვრთნელი გახდა.

“ვაპირებ გაგიმხილოთ საიდუმლო. როდესაც რობსონი “ნიუკასლში’’ წავიდა, მას წერილი გავუგზავნე, რომელშიც ვთავაზობდი ჩემთვის ინგლისურ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მოეცა. ჩემი ოცნებებიდან ერთი ნამდვილად იყო “ნისლიანი ალბიონზე’’ თამაში.

მან მიპასუხა, რომ ეს არ იყო შესაძლებელი, რადგან გუნდში მას ჰყავდა მაღალი დონის ფეხბურთელები და ის იყო მართალი, მაგრამ რთულ ვითარებაშიც კი ბობი ძალიან კეთილი იყო. მან მომწერა პატარა წერილი და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ბობი არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ'' - ავრცელებს mirror-ი გუარდიოლას სიტყვებს.

რობსონის დებიუტი “ნიუკასლის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1999 წლის სექტემბერში შედგა. რობსონის გუნდში ნახევარდაცვაში კირონ დაიერი, გარი სპიდი, ნოლბერტო სოლანო და რობერტ ლი თამაშობდნენ. მათთან ერთად შემადგენლობაში თემურ ქეცბაია ირიცხებოდა.

გუარდიოლა, რომელიც 2001 წელს “ბრეშაში’’ გადავიდა, რობსონს დადებითად ახასიათებს. პეპის თქმით 1996-97 წლებში რობსონისგან დიდი ცოდნა მიიღო. აღნიშნული სეზონი კატალონიური გუნდისთვის არასტაბილური გამოდგა და სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დაატოვებინეს.

“ბარსელონას’’ გაწვრთნა არ არის ადვილი. როცა მას ვხედავდი, ვისწავლე მწვრთნელი თავს რამდენად მარტოსულად გრძნობს. რთული მომენტებში რობსონი სიმბოლურად იღიმოდა. დაუჯერებელი იყო თუ რამდენად კარგად ახერხებდა ვითარების გაკონტროლებას. რაც არ უნდა ეთქვათ მედიის წარმომადგენლებს, ის ყოველთვის ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. რობსონით აღფრთოვანებული ვიყავი. როდესაც ბობის მუშაობას ვაკვირდებოდი და ვხედავდი როგორ მოქმედებდა მძიმე ვითარებაში, მისგან ბევრს ვსწავლობდი და ვფიქრობდი: მე უნდა გავხდე მწვრთნელი.''

სამწვრთნელო კარიერაში ბობი რობსონისთვის ''ნიუკასლი'' უკანასკნელი კლუბი იყო. 2004 წელს სამწვრთნელო კარიერა დაასრულა. ინგლისელის კატალონიურ კლუბში მუშაობიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი ბრაზილიელი რონალდოს გადაბირება იყო. მას შემდეგ რაც ''ბლექბერნთან'' ალან შირერის თაობაზე მოლაპარაკებას ვერ მიაღწია, 1996 წელს ''ბარსამ'' რობსონის რჩევით ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინა. რობსონისა და რონალდოს ერთობლივი მუშაობა ერთი სეზონი გაგრძელდა. 1997 წლის ზაფხულში რობსონი პსვ-ს მთავარი მწვრთნელი გახდა, რონალდომ კი მილანის ''ინტერთან'' გააფორმა ხელშეკრულება.  ''ბარსაში'' რობსონმა და რონალდომ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და თასების მფლობელთა თასი მოიგეს. რობსონს ასისტენტობას ჟოზე მოურინიო უწევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები