ბითაძის 7 ქულა 12 წუთში - ორლანდომ პრესეზონზე მემფისს მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ პრესეზონის პირველი მატჩი გამართა და სტუმრად „მემფისი“ 122:118 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა 08:41 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულის, 2 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
ფლორიდელებს 19 ქულით ტრისტან და სილვამ ულიდერა, ჯამალ კეინმა 15 ქულა ჩააგდო, ვენდელ კარტერ უმცროსმა კი 13. რაც შეეხება „გრიზლის“, თაი ჯერომის 17 ქულა და კემ ბუზერის 16 ქულა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
Franz find ➡️ Goga slam https://t.co/L7sxMz88u5
— Orlando Magic (@OrlandoMagic) October 8, 2026
პრესეზონის მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 12 ოქტომბერს სტუმრად „კლივლენდთან“ გამართავს.