დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, ჰალიდ დოლტმურზიევი
Aa
Aa

საიუბილეო მატჩი - ფრე მეასე ქართულ კლასიკოში

როგორ ფორმაში და რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ეს კლუბები, Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ყველაზე დიდ ინტერესს მუდამ ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება იწვევს. დღევანდელ „ქართულ კლასიკოს“ კი დამატებითი აფიშა ჰქონდა - ეს ამ გუნდებს შორის საიუბილეო რიგით მეასე დაპირისპირება გახლდათ და საბოლოოდ თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველზე გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი მეორე ტაიმი აღმოჩნდა და ორივე ბურთი შესვენების შემდეგ გავიდა. 58-ე წუთზე ანგარიში ფელიპე პირესმა გახსნა - „ტორპედოს“ ბრაზილიელმა შემტევმა მასპინძლები ბრწყინვალე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დააწინაურა. თუმცა, ზუსტად 13 წუთში თბილისელებმა წონასწორობა აღადგინეს, რაც შეცვლაზე შესული ფეხბურთელების დამსახურება გახლდათ - ნიგერიელი მეთიუ გბომადუს გადაცემა ჰალიდ დოლტმურზიევმა გამოიყენა. დარჩენილ დროში უფრო მეტი მომენტი „ტორპედოს“ ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ცნობისათვის, ოცდაოთხი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 42 ქულით „რუსთავი“ ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ „დინამო ბათუმს“ – 2, ხოლო მესამეზე მყოფ „დინამო თბილისს - 4 ქულით უსწრებს, თუმცა თბილისელებს რუსთაველებზე მატჩით ნაკლები აქვთ გამართული. მომდევნო, 25-ე ტურის შეხვედრები 9-10 სექტემბერს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კირკიტაძის გოლით - ბათუმის დინამომ ლიდერ რუსთავს მოუგო
კირკიტაძის გოლით - ბათუმის დინამომ ლიდერ რუსთავს მოუგო