დინამო თბილისი VS დინამო მინსკი | UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის წილისყრა
Aa
Aa

დინამო თბილისი VS დინამო მინსკი | UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის წილისყრა

2026-27 წლების სეზონში UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდის მეტოქე მინსკის დინამოა. თუ დინამო ამ ბარიერს გადალახავს, შემდეგ ეტაპზე დანიური კოპენჰაგენის 19-წლამდე გუნდს შეხვდება.

2025-26 წლების სეზონში UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამოს 19-წლამდე გუნდმა  მოსტარი  გამოთიშა (1:1, 3:0), შემდეგ ლარნაკას აეკ-ს სძლია (3:4, 2:0), თუმცა მესამე ეტაპზე მინსკის დინამოსთან სენსაციურად დამარცხდა. პირველი მატჩი დინამო თბილისმა 2:0 მოიგო, საპასუხო მატჩი იდენტური ანგარიშით დათმო, პენალტების სერიაში მინსკის დინამომ გაიმარჯვა.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 16 სექტემბერსა და 14 ოქტომბერს გაიმართება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების თარიღებია: 28 ოქტომბერი და 4 ნოემბერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები