„ტოპ-შენაძენია“ | BILD-მა ლოჩოშვილი გამოარჩია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა BILD-მა ბუნდესლიგის პირველი ტური შეაფასა. BILD-მა აქცენტი გერმანული კლუბების ახალწვეულებზე გააკეთა და „კიოლნის“ ქართველ ფეხბურთელზე, ლუკა ლოჩოშვილზეც ისაუბრა.
„კიოლნმა“ ბუნდესლიგის ახალი სეზონი „ჰოფენჰაიმთან“, საკუთარ სტადიონზე გამართული მატჩით გახსნა. მასპინძლები ორჯერ მარცხდებოდნენ და ჯერ 0:1-ს, შემდეგ კი 1:2-ს აგებდნენ, თუმცა თამაში შემოატრიალეს და 3:2 მოიგეს. ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო — მისი დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.
„კიოლნის ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა მატჩზე დიდი გავლენა მოახდინა. მან შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პირველივე ტურიდან სასტარტო შემადგენლობის წევრია. როგორც ჩანს, „ნიურნბერგის“ ყოფილი ფეხბურთელი ტოპ-შენაძენია“, — წერს BILD-ი.
ლოჩოშვილის „კიოლნი“ მომდევნო შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება, რომელიც პირველ ტურში „ბაიერნთან“ 1:5 განადგურდა. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, „კიოლნმა“ ლოჩოშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინა და ლუკამ ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.