ჰაიდენჰაიმი მე-4 ლიგის გუნდთან მარცხდება | ბუდუ სათადარიგოთა სკამზეა
გერმანიის თასის 1/32-ფინალში რანგით მე-4 ლიგის იედელო შინ ბუნდესლიგა 2-ის ჰაიდენჰაიმს ამარცხებს - 3:1.
მე-12 წუთზე მარვინ პირინგერის პასით 19 წლის ფორვარდმა იანიკ ვაგნერმა ანგარიში გახსნა, ჰაიდენჰაიმი დაწინაურდა, თუმცა მალევე, მე-13 წუთზე კოსოვოელმა კამერ კრასნიჩიმ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 27-ე წუთზე იედელო იან შოპნერის ავტოგოლით დაწინაურდა, 30-ე წუთზე ჰარის ჰისენიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - 3:1.
პირველი ტაიმი დასრულდა, შესვენებაა.
ამ სეზონში პირველად ჰაიდენჰაიმის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზეა.
ბუდუმ ბუნდესლიგა 2-ის საწყის ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, პირველ ტურში ოსნაბრიუკს გაუტანა, მეორე მატჩში ჰერტასთან მინდორი უგოლოდ დატოვა.
რაც შეეხება გასულ სეზონს, ბუდუმ ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 20-დან 13-ში 45 ან უფრო მეტი წუთი ითამაშა. მის აქტივში 6 გოლია. აინტრახტს, უნიონს, ფრაიბურგსა და ზანქტ. პაულის თითო-თითო გოლი გაუტანა, ჩემპიონ მიუნხენის ბაიერნთან დუბლი შეასრულა.
ბუდუს ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ი 32 წლის ქართველ ფორვარდს 1,2 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარეობს განახლება