გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-ში | კადისმა ელდენსესთან ფრედ ითამაშა

ესპანურ კადისში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა, ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში ელდენსესთან მატჩის მიწურულს, მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გამოვიდა მინდორზე. ამ მომენტისთვის ანგარიში 2:2 იყო და შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

შეგახსენებთ, კადისსა და დონეცკის შახტარს შორის გიორგი გოჩოლეიშვილის იჯარის თაობაზე შეთანხმება შედგა. ტრანსფერის პირობები გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.

კადისში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იური ტაბატაძე ირიცხება, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ ხანგრძლივ რეაბილიტაციას გადის. უახლოეს პერიოდში მის მოედანზე დაბრუნებას უნდა ველოდოთ.

გოჩოლეიშვილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, საბურთალოს აღზრდილია, საიდანაც უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდა. მისი ბოლო ორი კლუბი კოპენჰაგენი და ჰამბურგი გახლდათ. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 27 მატჩი ჩაატარა. გერმანულ კლუბში კარგი დასაწყისი ჰქონდა, თუმცა ტრავმის შემდეგ გუნდის სასტარტოში ადგილი დაკარგა.

2025 წლის ზაფხულში ჰამბურგში გადასვლისას Transfermarkt-ის 3,5 მილიონ ევროდ აფასებდა, თუმცა გასული სეზონის შემდეგ მისი ღირებულება 2 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები