ლუკა გადრანი
Aa
Aa

გადრანის გარეშე ბეითარი ჩემპიონი ვერ გახდება | ისრაელელი ჟურნალისტი ქართველ მცველზე

ისრაელში ცნობილმა ჟურნალისტმა ნირ ცადოკმა პოდკასტ The Podium-ში სტუმრობისას ჩემპიონატის საუკეთესო მცველებზე ისაუბრა. მისი აზრით, ბეითარი გადრანის გარეშე ჩემპიონი ვერ გახდება, თუმცა ჩემპიონატის საუკეთესო მცველად თელ-ავივის „ჰაპოელის’’ კონგოელ ლეგიონერს, ფერნან მაიემბოს მიიჩნევს.

ნირ ცადოკი: „არ მინდა ლუკა გადრანის დამსახურება დავაკნინო. ვფიქრობ, გადრანი „ბეითარისთვის“ სულ სხვა დონეზეა მნიშვნელოვანი. თუ ის დაშავდება, „ბეითარი'' ჩემპიონობას ვერ მოიპოვებს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოიყურება გუნდი მის გარეშე.“

მოგვიანებით, პოდკასტში საუბრისას ნირ ცადოკმა მაიემბო ყველაზე მაღლა დააყენა: „ჩვენ ვნახეთ ფერნან მაიემბო „ატალანტას“ წინააღმდეგ. თელ-ავივის „ჰაპოელის“ მაისური რომ გახადოთ და „ლაციოსი“ ჩააცვათ, იტალიის სერია A-ს დონის მოთამაშეს დაემსგავსება.“

ნირ ცადოკის შეფასების მიუხედავად, ერთი რამ ფაქტია: ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის 2025-26 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. ბეითარის 29 წლის  ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 29 სასტარტოდან დაიწყო, 29-დან 9-ში გუნდმა გოლი არ გაუშვა, რაშიც ლუკას წვლილი დიდია. როცა ლუკა მოედანზე იყო, აღნიშნული 30 მატჩიდან ბეითარი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ამასთან ერთად, მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

ლუკას ახალი სეზონის სტარტზე ტრავმა აწუხებდა, თუმცა დაბრუნდა და კონფერენს ლიგაზე ვენის „აუსტრიასთან'' ორივე მატჩში ითამაშა, შემდეგ კი Toto-ს თასზე რამათ-განის „ჰაპოელს'' გაუტანა.

გადრანს ბეითართან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით. როგორც ისრაელური მედია წერს, მხარეებს შორის მოლაპარაკება ახალ კონტრაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარიერას MLS-ში გააგრძელებს | მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება
კარიერას MLS-ში გააგრძელებს | მექვაბიშვილი ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება