ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლოთარ მათეუსი, როდრი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„ოქროს ბურთს ყველაზე მეტად კეინი იმსახურებს“ - ლოთარ მათეუსი

ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა „ოქროს ბურთის“ მოგების ფავორიტი დაასახელა.

„ჰარი კეინმა „ოქროს ბუცი“ მოიგო და, ჩემი აზრით, „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი პრეტენდენტია. მე ვაფასებ მთელ სეზონს, და არა ერთ მატჩს ან მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატს.

„ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელმა ლა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, მაგრამ მათ შორის არავინ იყო გამორჩეული. ლამინ იამალი? არა, ამ აზრს არ ვეთანხმები.

ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამისთან“ ერთად MLS-ი მოიგო, მაგრამ ეს ლიგა დონით ევროპულ ჩემპიონატებს ჩამოუვარდება. მსოფლიო ჩემპიონატზე მან 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ორი პენალტი გააცუდა.

კილიან მბაპემ ნაკრებთან ერთად მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშა, მაგრამ „რეალთან“ ერთად ვერაფერი მოიგო. იგივე შეიძლება ვთქვათ ჯუდ ბელინგემზეც.

კეინმა გერმანიაში ორი ტიტული მოიგო და მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ვერ მოვხდა. სხვა მხრივ, ჰარი შესანიშნავად თამაშობდა და სეზონის განმავლობაში ჩავარდნა არ ჰქონია.

კეინი და როდრი მოედანზე თავის სათქმელს საქმით ამბობენ და არ ფიგურირებენ სკანდალებში. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად „ოქროს ბურთი“ კეინმა დაიმსახურა“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული 26 ოქტომბერს ლონდონში დაგეგმილ დაჯილდოებაზე დასახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოიგებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს - TalkSport-ის ანალიზი
მოიგებს თუ არა ხვიჩა ოქროს ბურთს - TalkSport-ის ანალიზი