ესპანურ პრესაშიც დადასტურდა | სევილია ქოჩორაშვილის გაფორმებასთან ახლოსაა
A Bola-ს გავრცელებული ინფორმაცია ესპანურ პრესაშიც დადასტურდა — „სევილიას“ გიორგი ქოჩორაშვილის გაფორმება სურს და ანდალუსიური კლუბის მიზანი ტრანსფერის ამ კვირაში დახურვაა.
El Chiringuito-ს ჟურნალისტის, გონსალო ტორტოსას ცნობით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული. „სევილიას“ შეთავაზებასა და „სპორტინგის“ მიერ მოთხოვნილ თანხას შორის სხვაობა 1.5 მილიონი ევროა. კლუბები რამდენიმე ვარიანტზე მსჯელობენ და ერთ-ერთის მიხედვით, ქოჩორაშვილის შეძენა განიხილება, ოღონდ გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
„სევილია“ მზადაა, გიორგის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა სურს, ამ თანხაში ბონუსებიც შედიოდეს. ესპანური პრესის ინფორმაციით, დღეს ან ხვალ ანდალუსიელები „სპორტინგს“ ახალ შეთავაზებას გაუკეთებენ და შესაძლოა, საქმე ბოლომდეც მიიყვანონ.
ქართველი ფეხბურთელი „ლომების“ თანხმობას ელოდება და ესპანეთში გასამგზავრებლად მზადაა. A Bola-ს მიხედვით, „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია ქოჩორაშვილს „ჯენოაში“ გაყიდული ჯიბრილ სოუს იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.